Friday, September 30, 2016

პროექტის იდეა/პიროვნება და საზოგადოება

პროექტის დასახელება:    საზოგადოება და პიროვნული ბრძოლა                                                                                                      თვითდამკვიდრებისათვის

პიროვნება ,როგორც ცნობილია,ზნეობრივი საწყისია,რომელიც განსაზღვრავს  დამოკიდებულებას ყოველგვარ ფასეულობათა მიმართ. სწორედაც ,რომ  ზნეობრივი ცხოვრების ცენტრი პიროვნებაა და არა საზოგადოება.ამიტომაც, პიროვნების ცხოვრების არსია არა თვითშენარჩუნება,არამედ საკუთარი თავის გაზრდა,საკუთარი თავის გადალახვა და ძლევა.მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას,,ალუდა ქეთელაურს" და ჯემალ ქარჩხაძის,,იგის".გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ტექსტებში დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით.შეადარებენ თანამედროვეობასა და ნაწარმოების პერსონაჟებს.იმსჯელებენ,თუ როგორ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენი საზოგადოება განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ.დაწერენ ესეს, სათაურით:საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი,რომელსაც მე არ ვეთანხმები.
აღნიშნული პროექტი შესაძლოა სამოქალაქო თავდაცვის საგანთან ინტეგრირებულადაც განხორციელდეს...

3 comments:

  1. ეკა,თქვენი პროექტის შინაარსი წავიკითხე .ის ნამდვილად აქტუალურ თემას ეხება და ,რა თქმა უნდა,საინტერესო იქნება მასზე მუშაობა,თუმცა,ჩემი აზრით,შინაარსის ოდნავ შემოკლება შეიძლებოდა.ვფიქრობ,თითოეულ მოსწავლეს ეს პროექტი დაკვირვების,მსჯელობის,კვლევა-ძიების,ტრანსფერის უნარჩვევებს განუვითარებს,რაც მნიშვნელოვანია მათთვის.

    ReplyDelete
  2. გავეცანი თქვენს საპროექტო იდეას,რომელიც მისაღებია,კარგადაა ჩამოყალიბებული განსახილველი საკითხი.თუ შეძლება ,მიუთითეთ რატომაა ეს პროექტი აქტუალური და რა დამატებით ცოდნას მისცემს მოსწავლეებს., ასევე რა სახით წარადგენენ პროექტს.

    ReplyDelete
  3. პროექტის იდეა აქტუალურია.პიროვნებას აუცილებლად სჭირდება ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის. ვფიქრობ, პროექტის კვლევის არეალი ძალიან ფართოა, შეიძლებოდა მეტი კონკრეტიზაცია.მაგალითად,ესეს სათაური შეიძლება დაიყვანოთ ერთ კონკრეტულ საკითხზე. რა თქმა უნდა, გექნებათ თქვენი არგუმენტი, თუ რატომ მიეცით სათაურს ასეთი ინტერპრირება. პატივისცემით- მედეა უძილაური.

    ReplyDelete