Sunday, October 23, 2016

მე-9 დღის რეფლექსია

დამთავრდა ჩვენთვის მეტად საჭირო ინტელის პროექტი.ეს დღე მეტისმეტად საინტერესო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით,რომ თითოეული ჩვენგანი პრეზენტატორის ამპლუაში წარვსდექით და წარვადგინეთ საკუთარი პროექტები. .მოხიბლული დავრჩი თანამშრომლების ნამუშევრებით.შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.მივიღეთ უკუკავშირები...
ასე მგონია,რომ ამ ტრენინგის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი,რადგანაც ძალიან ბევრი რამ გავიხსენე თუ  ვისწავლე ჩემს საგანთან დაკავშირებით,დავეუფლე ტექნოლოგიების გამოყენებას...ამის მეშვეობით უფრო საინტერესოს  და აქტიურს გავხდი სასწავლო პროცესს.ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს საყვარელ,  ენერგიულ და უნიჭიერეს ტრენერს, ქალბატონ ლალის! გულწრფლად მომენატრება თქვენთან და ჩემი  ჯგუფის გოგონებთან მუშაობა.
                               მიყვარხართ!

Saturday, October 22, 2016

მე-8 დღის რეფლექსია

მერვე დღე...დავიწყეთ საშინაო დავალებების  განხილვით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო,რომ ყურადღება გავამახვილეთ  დიფერენცირებულ სწავლებაზე.მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიოები და სრულყოილი სახით განვათავსეთ ბლოგზე.მადლობა,ქალბატონ ლალის!

Sunday, October 16, 2016

მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინიგის დასაწყისში განვიხილეთ საშინაო დავალებები,ანუ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.მივიღეთ ჯგუფის წევრებისა და ტრენერისგან უკუკავშირი.ვიმუშავეთ მეხუთე მოდულის-მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაფტირების ცხრილზე.გადავხედეთ გეგმის შაბლონს და მივიგეთ საშინაო დავალება:შევავსოთ სასწავლო პროცედურების პუნქტი.მივდივართ დასასრულისკენ...მიხარია ,რომ ბევრი რამ ვისწავლეთ....

Saturday, October 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღემ ცოტა არ იყოს დამღალა...თუმცა იყო მეტად საინტერესო მუშაობა...ვისსწავლეთ ,როგორ ავაწყოთ პრეზენტაცია.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი...გავამახვილეთ ყურადღება საავტორო უფლებებზე...მადლობა დიდი!

Friday, October 14, 2016

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო საინტერესოდ ჩაიარა...შესავალ ნაწილში განვიხილეთ საშინაო დავალებები...მივიგეთ უკუკავშირები...ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე.შევავასეთ დროის ჩარჩო. ვისწავლეთ ახალი გვერდების დამატება და გავიხსენეთ გუგლიდან ფოტოების გადმოტანა ბლოგზე...ვისწავლეთ ვიდეოების გადმოტვირთვა იუთუბიდან.მადდლობა ამ ყველაფრისთვის ჩვენს საყვარელ ტრენერს,ქალბატონ ლალიკოს!

"ყვითელი ფოთლები"

Monday, October 10, 2016

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  • ზოგადი კითხვა:              როგორ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენი საზოგადოება                                                        განსხვავებული აზრისადმი?



  • თემატური კითხვა:         1.  როგორ შეუძლია პიროვნებას დიქტატორულ                                                                        სახელმწიფოსთან დაპირისპირება?

                                                        2.რას ნიშნავს ფასეულობებისა და იდეალების                                                                                  მსხვრევა სინამდვილესთან შეჯახებისას?


                                                         3.რომელია საზოგადოებაში დამკვიდრებული                                                                                   შეხედულება,რომელსაც მე არ ვეთანხმები?

  • შინაარსობრივი კითხვა:  1.რა მსგავსება-განსხვავებაა ,,ალუდა ქეთელაურის",                                                            ,,იგისა" და 21-ე საუკუნის თანამედროვე ,,პერსონაჟებს"                                                      შორის?
                                                          2. რა რეაქციას იწვევს საზოგადოებაში განსხვავებული                                                                     აზრი,შეხედულება?


მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღემ საინტერესოდ და ამავე დროს სახალისოდაც კი ჩაიარა...მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჯგუფის წევრების, ანუ კოლეგების ნამუშევრებზე გამოხმაურება და კომენტარების გაკეთება.ჩემი აზრით,ამ დღის მუშაობის ძირითად არსს საკუთარი პროექტებისთვის საკვანძო, მიმართულების მიმცემი კითხვების დასმა წარმოადგენდა.ეს მოსწავლეებს დაეხმარება პროექტზე მუშაობის საჭიროების აღქმაში,კიდევ უფრო დიდ ინტერესსა და სურვილს გააღვიძებს მათში.ტრენერისგან ვიებთ დიდ დახმარებასა და მხარდაჭერას,ამისთვის დიდი მადლობა მას...მივიღეთ საშინაო დავალება,რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს სამომავლო სამუშაოს...

Saturday, October 1, 2016

მესამე დღის რაფლექსია

ტრენინგის მესამე დღემ კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერად ჩაიარა.განვიხილეთ და კომენტარებით შევაფასეთ ერტმანეთის პროექტის იდეები ტრენერის დახმარებით. განვიხილეთ  ბროშურები და ვისაუბრეთ,თუ რა დანიშნულება აქვს მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებზე პროექტებზე მუშაობას.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.ესგ-ს სტანდარტებისა და ინდიკატორების დახმარებით გავწერეთ სასწავლო პროექტის მიზნები

სასწავლო პროექტის მიზნები

                  მოსწავლეები შეძლებენ:·  

  •    ყურადღებით შეისწავლიან ტექსტებს:,ალუდა ქათელაურს" და,,იგის"
  • იმსჯელებენ,რამდენად ეფექტურად და მკაფიოდაა გამოკკვეთილი ტექსტში ძირითადი იდეა,განსახილველი საკითხები,პრობლემატიკა;
  • მოისმენენ და ადექვატურად შეაფასებენ სხვათა გამოთქმულ მოსაზრებებს;
  • ამოიცნობენ კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ ღირებულებებსა და ფასეულობებს;
  • დაწერენ ესეებს,რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელებენ პრობლემის შესახებ.დაამტკიცებენ ან უარყოფენ,გამოტქვამენ ვარაუდებს,შეადარებენ და გაავლებენ პარალელებს;
  • ესეს საშუალებით გამოხატავენ საკუთარ განწყობიებებს,ემოციებსა და დამოკიდებულებებს;


Friday, September 30, 2016

პროექტის იდეა/პიროვნება და საზოგადოება

პროექტის დასახელება:    საზოგადოება და პიროვნული ბრძოლა                                                                                                      თვითდამკვიდრებისათვის

პიროვნება ,როგორც ცნობილია,ზნეობრივი საწყისია,რომელიც განსაზღვრავს  დამოკიდებულებას ყოველგვარ ფასეულობათა მიმართ. სწორედაც ,რომ  ზნეობრივი ცხოვრების ცენტრი პიროვნებაა და არა საზოგადოება.ამიტომაც, პიროვნების ცხოვრების არსია არა თვითშენარჩუნება,არამედ საკუთარი თავის გაზრდა,საკუთარი თავის გადალახვა და ძლევა.მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ვაჟა-ფშაველას,,ალუდა ქეთელაურს" და ჯემალ ქარჩხაძის,,იგის".გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ტექსტებში დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით.შეადარებენ თანამედროვეობასა და ნაწარმოების პერსონაჟებს.იმსჯელებენ,თუ როგორ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენი საზოგადოება განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ.დაწერენ ესეს, სათაურით:საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი,რომელსაც მე არ ვეთანხმები.
აღნიშნული პროექტი შესაძლოა სამოქალაქო თავდაცვის საგანთან ინტეგრირებულადაც განხორციელდეს...

Sunday, September 25, 2016

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღეს, ჩვენ გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,პროექტის დაგეგმარებას.ასევე,ყურადღება გავამახვილეთ,თუ რა არის პუბლიკაცია და რა სახით შეგვიძლია გავაცნოთ მშობლებს პროექტის აუცილებლობა....მიზნად დავისახეთ პროექტის იდეის შერჩევა და საინტერესოდ შევუდექით მუშაობას...

ინტელის ტრენინგები დაიწყო.....

             დაიწყო ინტელის ტრენინგები...რა თქმა უნდა,მაქვს დიდი მოლოდინი იმისა .რომ მუშაობა იქნება ძალიან საინტერსო.რომ კიდევ უფრო უკეთესად შევისწავლი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს,რისი საშუალებითაც საინტერესოდ დავგწგმავ და წარვმართავ საგაკვეთილო პროცესებს.საინტერესო იქნება პროექტზე მუშაობა...